1.პროექტის სახელწოდება: აფხაზეთი საქართველოა
2.პროექტის მთავარი იდეა:მოსწავლეებმა გააცნობიერონ , თუ რამდენად მნიშვნელოვანია აფხაზეთი საქართველოსათვის, რა ტკივილს განიცდის ქართველი ერი ამ ულამაზესი კუთხის-- აფხაზეთის დაკარგვით. გვახსოვდეს აფხაზეთი- საქართველოს ძირძველი კუთხე.
3.პროექტის აქტუალობა:მოიძიებენ ინფორმაციას აფხაზეთზე, გააცნობიერებენ, რომ აფხაზეთი, მიუხედავად იმისა რომ ოკუპირებულია, ის საქართველოს ძირძველი კუთხეა.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეებს გავაცნოთ აფხაზეთის ისტორია უძველესი დროიდან დღემდე.მოიძიონ ინფორმაცია აფხაზეთზე, მოიპოვონ მასალები იქ არსებულ ღირსშესანიშნავ ადგილებსა და ისტორიულ ძეგლებზე, აფხაზეთში მოღვაწე წმინდანთა ცხოვრების შესახებ. მოამზადონ კედლის გაზეთი.
5.მონაწილეთა ასაკი: 14-15 წლის
6.ვადები / ხანგრძლივობა:2 კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:სლაიდი, ფოტოალბომი, ესე, კედლის გაზეთი.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ისტორიის სახელმძღვანელო, კომპიუტერი, ინტერნეტი, საპრეზენტაციო პროგრამა, ტექსტური რედაქტორი, გუგლის საძიებო სისტემა, ვიდეოების საცავი (იუთუბი).
9პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):მოსწავლეებს გავაცნობ აფხაზეთის ისტორიულ-გეოგრაფიულ მდებარეობას, მოკლედ ვესაუბრები აფხაზეთის წარსულსა და ტრადიციებზე, რის შემდეგაც კლასს დავყოფ სამ ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს მივცემ შესაბამის დავალებას . პირველი ჯგუფი მოიძიებს მასალებს აფხაზეთის ისტორიის შესახებ, მეორე ჯგუფი მოიპოვებს მასალებს აფხაზეთის ღირსშესანიშნაობებსა და ისტორიულ ძეგლებზე, მესამე ჯგუფი კი აფხაზეთში მოღვაწე წმინდანთა ცხოვრებაზე. მოსწავლეები გააკეთებენ ამ თემაზე პრეზენტაციას, რის შემდეგაც შეფასდებიან.
10.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტორია/გეოგრაფია/რელიგია
11.პროექტის ხელმძღვანელი: ნონა მიქავა
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nonamiqava75@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი / ბლოგი:nonamiqava.blogspot.com
No comments:
Post a Comment